სიახლეები

დირსი სამშენებლო ფორუმის “URBAN TBILISI” ერთ-ერთი სპონსორია

20 ნოემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში, The FINANCIAL მედიის ორგანიზებით სამშენებლო ფორუმი  “URBAN TBILISI” გაიმართა. ღონისძიებაზე 86 კომპანიის 200 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია  AS GEORGIA- საცხოვრებელი კომპლექსი დირსი იყო.

კომპანია  AS GEORGIA-ს მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპატრამენტის ხელმძღვანელი  ნინო კუპრაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე, საინტერესო მოხსენებით წარსდგა. მან ისაუბრა „დირსის“ სტრატეგიის შესახებ ქართულ სამშენებლო ბიზნესში, გააცნო საზოგადოებას მიმდინარე და დაგეგმილი სამომავლო პროექტები.

ფორუმს, რომლის მიზანი, მონაწილე კომპანიების მხრიდან ქალაქის ურბანული განვითარების ხედვის წარმოდგენა იყო, მხარდაჭერას უცხადებდა ქ. თბილისის მერი კახა კალაძე.

"მივესალმები დაგეგმილ სამშენებლო ფორუმს, მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში და თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.



სიახლეები
29
May, 2018

"დირსმა“ მასშტაბურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა

27 მაისს დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ევროკავშ...
29
Jan, 2018

“AS GROUP INVESTMENT“-ისა და "AS GEORGIA-დირსის“ დამფუძნებელს ღირსების ორდენი გადაეცა

“AS GROUP INVESTMENT“-ისა და „AS GEORGIA-დირსის“ დამფუძნებელს, შაჰინ მოვსუმოვს, რომელიც წლებია თბილისის საპატიო მოქალაქეა, აზე...
10
Sep, 2018

,,დირსს’’ საბავშვო ბაღი ,,FAMILY“ შემოუერთდა!

10 სექტემბერს დირსის ახალ უბანში საბავშვო ბაღის ქსელი  ,,FAMILY“ შემოუერთდა. დირსის მაცხოვრებლებისთვის და არამარტო მათთვის ბაღი მსურველებს ...
28
Feb, 2019

დირსის - ადგილი, წარმატებული სტარტისთვის

დეველოპერულმა კომპანიამ "ას ჯორჯია- დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. 


ეს არის ადგილი, სადაც ...