სიახლეები

დირსის - ადგილი, წარმატებული სტარტისთვის

დეველოპერულმა კომპანიამ "ას ჯორჯია- დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. 


ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეა რეალობად აქციონ. 

„ას ჯორჯია-დირსის“ 2000 კვ.მ სივრცეში ქართული სტარტაპები ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად თვეში 1 კვ.მ. 1 ლარად 1 წლის განმავლობაში შეძლებენ. 

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის კომპანია სამუშაო სივრცის გარდა სრულიად განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. 

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი პროდუქტი, დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპების, მცირე მეწარმეებისთვის შეიქმნა და მიზანს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ახალმა სივრცემ სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საქმიანობა გაუზიარეს. 

დირსის სივრცეში 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი: სამხატვრო, სარესტავრაციო სახელოსნოები არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეკლამო სააგენტოები ტურისტული კომპანიები არტ სივრცეები ფოტო სტუდიები სამკერვალოები. 
 



სიახლეები
11
Sep, 2018

,,დირსის’’ სოციალური პასუხისმგებლობა

ისნის რაიონის მაჟორიტარის, ნინო ლაცაბიძის ბიუროში პარლამენტის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თანადგომით გრძელდება სოციალურად დაუცველი ბავშვების მომზადება ი...
08
Jan, 2018

"დირსის" საახალწლო გრანდიოზული გათამაშება

5 იანვარს, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო ...
27
May, 2019

დირსიში საქართველოში პირველი, საერთაშორისო FIBA სტანდარტების კალათბურთის მოედანი გაიხსნა

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების  საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. ეს არის რეგიონში პირველი სტადიონი, რომელის ყველა სტანდარტს...
03
Oct, 2018

"ას ჯორჯია - დირსი" ინვესტიციის მეორე ეტაპს იწყებს.

კომპანია "ას ჯორჯია-დირსმა", მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ  ბაქოში უმასპინძლა. ბაქოში კომპანიამ "ქალაქი ქალაქში&qu...
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...