სიახლეები

"დირსმა“ მასშტაბურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა

27 მაისს დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ევროკავშირის საქალაქო პროგრამის ფარგლებში, სპორტული ღონისძიება Take Back Your Streets - „დაიბრუნე შენი ქუჩები“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გარბენი, იოგა-კონვენცია, ქროსფიტი, სახალისო თამაშები და საზეიმო კონცერტი. 

 კორპორატიული სპორტის ფედერაციამ პირველი ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ „დირსის“ მინი-ქალაქი შეარჩია, რომლის განაშენიანება, სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია სივრცეები სრულად ესადაგება ღონისძიების კონცეფციას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობების წახალისებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომავალშიც  მრავალი  სპორტულ- გასართობი ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.



სიახლეები
07
Jun, 2018

დირსისა და თსუ-ს ერთობლივი კონკურსი "მისია 2018“

  7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია...
20
Nov, 2017

დირსი სამშენებლო ფორუმის “URBAN TBILISI” ერთ-ერთი სპონსორია

20 ნოემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში, The FINANCIAL მედიის ორგანიზებით სამშენებლო ფორუმი  “URBAN TBILISI” გაიმართა. ღონისძიებაზე 86...
03
Nov, 2017

"შეხვედრა წიგნებთან"- დირსის შემეცნებით-გასართობი აქტივობა ბავშვებისათვის

3 ნოემბერს, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე იტალიურ კაფე „კანტინაში“  საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე გვეწვია, რომელსაც&nb...
23
Dec, 2018

"წლის პარტნიორის" საამაყო ჯილდო Forbes Georgia-სგან

23 დეკემბერს, მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს გამოცემის ქართულმა გამომცემლობამ, Forbes Georgia-მ 2018 წელი შეაჯამა და წარმატებული ბიზნესები დაასახელა.
...
15
Mar, 2016

საცხოვრებელი კომპლექსი დირსი და ფრედერიკ ბეგბედერი

13 მარტს, ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს ესტუმრა. მსოფლიო ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ავტორი, ერთგულ მკითხველთან შესახვედ...