სიახლეები

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

„ას ჯორჯია-დირსის“ პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა, რომელშიც 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით,  კომპანია "ას ჯორჯიას" მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ინიციატივით და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით მასშტაბური სპორტული აქტივობა, მარათონი ,,ვირბინოთ მომავლისკენ'' უკვე მეორედ გაიმართა, რაც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

მარათონი გაიმართება ყოველწლიურად და გამარჯვებულის თასი გარდამავალი იქნება. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპონსორების მიერ დაწესებული ვაუჩერები, გადაეცათ.

დეველოპერული კომპანია AS Georgia - დირსი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებს.



სიახლეები
18
Dec, 2017

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინას“ ოფიცილური გახსნა გაიმართა

15 დეკემბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფე „კანტინა“. ახალი ობი...
07
Jun, 2018

დირსისა და თსუ-ს ერთობლივი კონკურსი "მისია 2018“

  7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია...
10
Jan, 2017

განძის ძიება და საახალწლო სიხარული დირსის კომპლექსში

6 იანვარს, დირსის საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლო-საშობაო განწყობამ მოიცვა. 13 საათიდან პატარებისთვის განსაკუთრებული მხიარულება დაიწყო. საახალწლო ...
16
Apr, 2019

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

„ას ჯორჯია-დირსის“ პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა, რომელშიც 500-ზე...
26
Oct, 2017

"AS Georgia-ს“ დამფუძნებელი "თბილისის საპატიო მოქალაქეების“ სიაშია

26 ოქტომბერს, ქ.თბილისის მერიის ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის - „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენ...