სიახლეები

დირსის - ადგილი, წარმატებული სტარტისთვის

დეველოპერულმა კომპანიამ "ას ჯორჯია- დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. 


ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეა რეალობად აქციონ. 

„ას ჯორჯია-დირსის“ 2000 კვ.მ სივრცეში ქართული სტარტაპები ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად თვეში 1 კვ.მ. 1 ლარად 1 წლის განმავლობაში შეძლებენ. 

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის კომპანია სამუშაო სივრცის გარდა სრულიად განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. 

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი პროდუქტი, დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპების, მცირე მეწარმეებისთვის შეიქმნა და მიზანს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ახალმა სივრცემ სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საქმიანობა გაუზიარეს. 

დირსის სივრცეში 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი: სამხატვრო, სარესტავრაციო სახელოსნოები არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეკლამო სააგენტოები ტურისტული კომპანიები არტ სივრცეები ფოტო სტუდიები სამკერვალოები. 
 



სიახლეები
03
Jan, 2018

 "AS GEORGIA"ახალ წელს ახალ დირექტორთან ერთად იწყებს

წარმატებული 2017 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიაში გაყიდვების 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა, “AS GEORGIA” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. &nbs...
15
Oct, 2018

,,დირსი’’ სტარტაპერებისთვის

“Start in Georgia”–ზე მისულ სტარტაპერებს ჩვენი ახალი პროდუქტი გავაცანით. ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით. სტარტაპერებს  „...
20
Nov, 2017

დირსი სამშენებლო ფორუმის “URBAN TBILISI” ერთ-ერთი სპონსორია

20 ნოემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში, The FINANCIAL მედიის ორგანიზებით სამშენებლო ფორუმი  “URBAN TBILISI” გაიმართა. ღონისძიებაზე 86...
25
Oct, 2016

საცხოვრებელი კომპლექსი დირსი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის, „არქიტექტურული პრემია 2016“-ის დაჯილდო...