სიახლეები

"დირსის" საახალწლო გრანდიოზული გათამაშება

5 იანვარს, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო გარემოში უმასპინძლეს. მთელი დღის განმავლობაში გაიმართა საბავშვო გასართობი აქტივობები: თოვლის ბაბუასთან სტუმრობა, ელფები, პატარებისთვის საყვარელი გმირები, ჯადოსნური სანახაობა, ოჩოფეხების, დრამერების შოუ, პოპულარული ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი და სხვა.


„დირსის“ საახალწლო ღონისძიებაზე გათამაშდა გრანდიოზული პრიზები, რომელთა მოგების შანსი ჰქონდათ მათ, ვინც დეკემბერში “დირსის” კომპლექსში ბინა შეიძინა. გათამაშების წესების მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს იმ მონაწილეებმა, რომლებმაც განძის ძიებისას ამოხსნეს მოცემული ლოგიკური ამოცანები და დაძლიეს სირთულეები.


სახალისო და საინტერესო განძის ძიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ანა ტოჩილაშვილი Toyota Corolla-ს მფლობელი გახდა, ბექა დვალიშვილს ტექნიკის 5000 ლარიანი ვაუჩერი, თამარ შამანაურს ავეჯის 5000 ლარიანი ვაუჩერი, სუბილ კუმარი-iPhone X, მათე ხეჩიკაშვილს Macbook, დიანა ღვინიაშვილს საგზური ევროპაში, ნინო მიქელაძეს საგზური აზიაში, რუსუდან კვანჭახაძეს ტური საქართველოში (სასტუმრო„პარაგრაფი“ 5*), რეზა ვალიზადეს სამზარეულოს ვაუჩერი ერგოთ. დანარჩენ 58 მონაწილეს, რომლებმაც დეკემბრის თვეში შეიძინეს ბინა, „დირსისგან“ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„დირსის“ საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ ისნის რაიონის, საკრებულოს დეპუტატები: , ნინო ლაცაბიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, ირაკლი ზარქუა, რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად და არასამთავრობო ორგანიზაცია, მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაცია „მომავლის მზის“ ამავე რაიონის წევრები.

კომპანია „ას ჯორჯიას“ დირექტორმა ბესო ჯიქურაულმა უმასპინძლა სპეციალურ სტუმრებს, გამარჯვება მიულოცა გათამაშების იღბლიან მონაწილეებს და აღნიშნა- „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებმა საუკეთესო გარემოში იცხოვრონ. „დირსი” ტრადიციულად ყოველ წელს მასშტაბურად აღნიშნავს ახალ წელს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებს მცხოვრებლებს, მოწვეულ სტუმრებს და ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება."  



სიახლეები
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...
06
Feb, 2014

დირსი ულოცავს პატარებს

1 ივნისი - "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო" დღე "დირსიმ" პატარებთან ერთად აღნიშნა. საცხოვრებელი კომპლექსი "დირსის" გუნდის წ...
29
May, 2018

"დირსმა“ მასშტაბურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა

27 მაისს დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ევროკავშ...
09
Jul, 2018

დირსში ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა

''დირსის'' საცხოვრებელ კომპლექსში, ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა, სადაც 16-მა გუნ...