სიახლეები

განძის ძიება და საახალწლო სიხარული დირსის კომპლექსში

6 იანვარს, დირსის საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლო-საშობაო განწყობამ მოიცვა.

13 საათიდან პატარებისთვის განსაკუთრებული მხიარულება დაიწყო. საახალწლო სოფელი, გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა და უამრავი სხვა სიურპრიზი, სპეციალურად, ბავშვებისთვის მოვამზადეთ. თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი, ელფები და ყველასთვის საყვარელი სხვა პერსონაჟები, მათთვის, საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ. გაგიკვირდებათ და პატარებთან ერთად, მოზრდილებმაც არანაკლებ იმხიარულეს.

ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრებიც ესწრებოდნენ: ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ აღსაზრდელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მოზარდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები.

საღამოს, სიურპრიზი, ყველა ასაკის სტუმარს ელოდა - „გუფილენდმა“, თავისი სიმღერებით, იქ მყოფები აიტაცა და მათ, ლამაზი დღის, ლამაზი დასასრული მოუწყო.

თუმცა სიურპრიზები ამით არ დასრულებულა...

დირსის მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გახდა ცნობილი - მალე მათი მეზობელი, ჰოლივუდის, ცნობილი, ქართველი მსახიობი გახდება. აღნიშნულის შესახებ კონცერტის დასაწყისში, თავად ბატონმა მერაბ ნინიძემ ამცნო სტუმრებს.

მერაბ ნინიძის კარიერა ლეგენდარული ქართული ფილმით - „მონანიება“ დაიწყო, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, ჰოლივუდში, გაგრძელდა. ერთ-ერთ ფილმის, „არსად აფრიკაში,“ რომელშიც 2001 წელს მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა.

მიმდინარე წლიდან, მერაბ ნინიძე, საცხოვრებელი კომპლექსი დირსის საიმიჯო სახე გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპლექსის ხშირი სტუმარი და ღონისძიებების თუ სარეკლამო რგოლების აქტიური მონაწილე იქნება.

და დღის მთავარი სიურპრიზი ჩვენი მომხმარებლებისთვის: როგორც იცით, საახალწლო აქციის ფარგლებში (ფასდაკლება 15 იანვრამდე ისევ გრძელდება), ბინის მყიდველებისთვის სპეციალური ინტელექტუალურ-სპორტული კონკურსი გვქონდა მომზადებული. ექვს იღბლიან და ყველაზე წარმატებულ მომხმარებელს, სოლიდური პრიზების მოპოვების შესაძლებელობა ჰქონდათ.

განძის ძიება დაგეგმილზე უფრო სახალისოდ წარიმართა:

პირველ ეტაპზე, მონაწილეებს, სპეციალურად შედგენილი, ერთნაირი, ლაბირინთები დაურიგდათ, რომლითაც განძის კორპუსი უნდა ეპოვათ. კორპუსში მისულებს, კი, ახალი თავსატეხი, განძის სართულებისკენ მიასწავლიდა გზას. თითო პრიზი, ჩაკეტილი ზარდახშების სახით, სხვადასხვა სართულის ერთ-ერთ ბინაში იყო დამალული. თითოეულ ყუთში, პრიზის შესაბამისი, სიმბოლური ნივთი იდო. ზარდახშები მხოლოდ კონცერტის მსვლელობისას, მერაბ ნინიძესთან ერთად გახსნეს. სულ 6 პრიზი გათამაშდა:

  • ბორჯომის „ქრაუნ პლაზაზე“ დაუვიწყარ დღეებს ვასილ ონიანი გაატარებს;
  • ლოპოტას ტბაზე ხათუნა დოგუზაშვილი დაისვენებს ოჯახთან ერთად;
  • ტურისტული სააგენტო Next Travel-ის 2000 ლარის ღირებულების სამოგზაურო ვაუჩერის მფლობელი ირმა ბერაია გახდა;
  • „მეტრომარტის“ ტექნიკის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი დიანა კვინიკაძეს გადაეცა;
  • ავეჯის 3000 ლარის ღირებულების ვაუჩერი მერაბ დუკაშვილმა მოიპოვა;
  • სუპერ პრიზი, ავტომობილი Kia Rio - ს გასაღები კი საზეიმოდ გადაეცა დავით ჯიჯავაძეს.

ემოციებით დატვირთული დღე „გუფილენდის“ კონცერტით დასრულდა.

დირსი და კომპანია „ას ჯორჯია“ გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ.

გვიხარია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მივანიჭეთ სიხარული და იცოდეთ, ჩვენს მაცხოვრებლებსა და მომხმარებლებს, კიდევ ბევრ სიურპრიზს ვპირდებით.



სიახლეები
10
Jan, 2017

განძის ძიება და საახალწლო სიხარული დირსის კომპლექსში

6 იანვარს, დირსის საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლო-საშობაო განწყობამ მოიცვა. 13 საათიდან პატარებისთვის განსაკუთრებული მხიარულება დაიწყო. საახალწლო ...
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...
02
Dec, 2014

დირსის პირველი ეტაპის პრეზენტაცია

დირსის პირველი ეტაპის მშენებლობა დასრულებულია! ამის აღსანიშნავად საცხოვრებელ კომპლექსში სპეციალური მიღება გაიმართა.  სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერე...
16
Apr, 2019

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

„ას ჯორჯია-დირსის“ პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა, რომელშიც 500-ზე...
08
Jan, 2018

"დირსის" საახალწლო გრანდიოზული გათამაშება

5 იანვარს, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო ...