სიახლეები

უნიკალური საბავშო ბაღი დირსიში

როგორც მოგეხსენებათ, დირსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, მასში გაერთიანებულია სხვა უამრავი სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურა. დირსის მოსახლეები პირველივე დღეებიდან სარგებლობდნენ ველობილიკებით, სპორტული და საბავშვო მოედნებით ასევე ჰქონდათ საშუალება დაესვენათ დირსის მყუდრო ბულვარში, ფანტანებთან.

მოვიდა სექტემბერიც, საცხოვრებელ კომპლექს დირსი-ში გასახსნელი საბავშვო ბაღის მოსამზადებელი ბოლო თვე დადგა. «English World in Dirsi» ერთადერთი ბაღია საქართველოში რომელშიც ბავშვთა განვითარების სრულიად ახალი კონცეფცია გამოიყენება, რომელიც შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატებოს, კანადის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს პედაგოგების გამოცდილებაზე დაყრდნობით. საბავშვო ბაღზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს ავეჯის დალაგება, თავის ადგილს იძენენ სათამაშოები და სასწავლო მასალები. პირველი ოქტომბერი ბაღის გახსნის დღეა. უკვე მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.ewd.ge

აღსაზრდელებთან პროფესიონალების არაჩვეულებრივი გუნდი იმუშავებს, ისინი ბავშვებს შემდეგ პირობებს სთავაზობენ:

  • უსაფრთხო, დაცულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს;
  • თანამედროვე, 21-ე საუკუნის ინფრასტრუქტურას, სპორტული მოედნებით, ჩანჩქერით, ამფითეატრითა და უნიკალური ეზოთი;
  • კვების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის 3-ჯერად კვებას;
  • ინგლისური ენის სწავლებას, დიდ ბრიტანეთში შექმნილი პროგრამებითა და სასწავლო მასალით, სპეციალურად 3-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის
  • მათემატიკური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, კომაროვის სკოლის გამოცდილების გაზიარებით;
  • სასკოლო მოსამზადებელ პროგრამებს, რომელიც შექმნილია ცნობილი ბრიტანური სკოლების ქსელის - ბაქსვუდის მიერ;
  • აღმზრდელებისა და ძიძების მაღალ სტანდარტებს და კვალიფიკაციას;
  • მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას;
  • მრავალფეროვან დამატებით სერვისებს;
  • როგორ მოხდება ბავშვებთან მუშაობა

ბავშვის მუდმივი განვითარება და სწავლება აუცილებელია, მათ შორის მნიშვნელოვანია ინგლისური ენისა და მატემატიკური უნარები განვითარება, რომლებიც ქმნიან უმნიშვნელოვანეს საფუძველს ბავშვის სამომავლო წარმატებისთვის. ამისათვის კი პედაგოგები ბავშვებთან იმუშავებენ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ბავშვი არასოდეს რჩება ყურადღების გარეშე.

მასწავლებლები დიდ ყურადღებას უთმობენ წიგნებს, ისინი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში წიგნებს უკითხავენ და ეს ხდება არა მხოლოდ ჯგუფურ სესიებზე.

საბავშო ბაღში სასწავლო გეგმა ადაპტირებულია იმათთვის ვინც უფრო განვითარებულია და იმათთვის ვისაც დამატებითი დახმარება ესაჭიროება. რადგან ბავშვები განსხვავდებიან ასაკით, გამოცდილებით და ცოდნით, ისინი არ სწავლობენ ყველაფერს ერთნაირად. ისინი განსხვავებულები არიან მაგრამ

ამ საბავშვო ბაღში ყველა ბედნიერი უნდა იყოს!

«English World in Dirsi» ბავშვებს მათთვის საინტერესო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.



სიახლეები
09
Jul, 2018

დირსში ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა

''დირსის'' საცხოვრებელ კომპლექსში, ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  ქუჩის კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა, სადაც 16-მა გუნ...
03
Nov, 2017

"შეხვედრა წიგნებთან"- დირსის შემეცნებით-გასართობი აქტივობა ბავშვებისათვის

3 ნოემბერს, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე იტალიურ კაფე „კანტინაში“  საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე გვეწვია, რომელსაც&nb...
18
Dec, 2017

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინას“ ოფიცილური გახსნა გაიმართა

15 დეკემბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფე „კანტინა“. ახალი ობი...
03
Oct, 2018

"ას ჯორჯია - დირსი" ინვესტიციის მეორე ეტაპს იწყებს.

კომპანია "ას ჯორჯია-დირსმა", მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ  ბაქოში უმასპინძლა. ბაქოში კომპანიამ "ქალაქი ქალაქში&qu...
27
May, 2019

დირსიში საქართველოში პირველი, საერთაშორისო FIBA სტანდარტების კალათბურთის მოედანი გაიხსნა

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების  საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. ეს არის რეგიონში პირველი სტადიონი, რომელის ყველა სტანდარტს...