სიახლეები

დედის დღე "დირსიში“  

3 მარტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, კომპანია „ას ჯორჯია-დირსიმ“ დედის დღე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის „მომავლის მზის“ წევრებთან ერთად აღნიშნა. „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული ისნის, სამგორის, კრწანისის, დიღმის, საბურთალოს რაიონში მცხოვრებ 15 მარტოხელა დედას ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

კომპანია „გუდვილი“ „დირსის“ პარტნიორია და მისი ფილიალი კომპლექსის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება.

სოციალურ აქციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი აბუსერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ლევან დავითაშვილი, თარაშ შურღაია, ავთო ცინცაძე და ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე.

კომპანია „ას ჯორჯია-დირსი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების კამპანიის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.



სიახლეები
14
Mar, 2018

დედის დღე "დირსიში“  

3 მარტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, კომპანია „ას ჯორჯია-დირსიმ“ დედის დღე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის „მ...
29
May, 2018

"დირსმა“ მასშტაბურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას უმასპინძლა

27 მაისს დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად, ევროკავშ...
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...
10
Sep, 2018

,,დირსს’’ საბავშვო ბაღი ,,FAMILY“ შემოუერთდა!

10 სექტემბერს დირსის ახალ უბანში საბავშვო ბაღის ქსელი  ,,FAMILY“ შემოუერთდა. დირსის მაცხოვრებლებისთვის და არამარტო მათთვის ბაღი მსურველებს ...
09
Feb, 2018

"დირსის“ დამფუძნებლის AS Group Investment-ის აგრო პროექტში, ჩინური კომპანია 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ქ. პეკინში სამხრეთ კავკასიის უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია AS Group Investment-სა და ჩინურ კომპანია China CAMC Engineering Co., Ltd ურთიერთთანამშრომ...