სიახლეები

დირსი სამშენებლო ფორუმის “URBAN TBILISI” ერთ-ერთი სპონსორია

20 ნოემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში, The FINANCIAL მედიის ორგანიზებით სამშენებლო ფორუმი  “URBAN TBILISI” გაიმართა. ღონისძიებაზე 86 კომპანიის 200 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია  AS GEORGIA- საცხოვრებელი კომპლექსი დირსი იყო.

კომპანია  AS GEORGIA-ს მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპატრამენტის ხელმძღვანელი  ნინო კუპრაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე, საინტერესო მოხსენებით წარსდგა. მან ისაუბრა „დირსის“ სტრატეგიის შესახებ ქართულ სამშენებლო ბიზნესში, გააცნო საზოგადოებას მიმდინარე და დაგეგმილი სამომავლო პროექტები.

ფორუმს, რომლის მიზანი, მონაწილე კომპანიების მხრიდან ქალაქის ურბანული განვითარების ხედვის წარმოდგენა იყო, მხარდაჭერას უცხადებდა ქ. თბილისის მერი კახა კალაძე.

"მივესალმები დაგეგმილ სამშენებლო ფორუმს, მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში და თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.



სიახლეები
15
Oct, 2018

,,დირსი’’ სტარტაპერებისთვის

“Start in Georgia”–ზე მისულ სტარტაპერებს ჩვენი ახალი პროდუქტი გავაცანით. ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით. სტარტაპერებს  „...
14
Nov, 2018

,,დირსის’’ შეთავაზება სტარტაპერებს !

 ხარ სტარტაპერი? მაშინ დირსის ახალი პროექტი სწორედ შენთვის არის შექმნილი. თქვენი და თქვენი საყვარელი საქმისთვის მოდიფიცირებული სივრცეები, რომელიც...
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...
15
Mar, 2016

საცხოვრებელი კომპლექსი დირსი და ფრედერიკ ბეგბედერი

13 მარტს, ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს ესტუმრა. მსოფლიო ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ავტორი, ერთგულ მკითხველთან შესახვედ...
06
Feb, 2014

დირსი ულოცავს პატარებს

1 ივნისი - "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო" დღე "დირსიმ" პატარებთან ერთად აღნიშნა. საცხოვრებელი კომპლექსი "დირსის" გუნდის წ...