საცხოვრებელი კომპლექსი დირსის საქველმოქმედო ფონდი

31 ოქტ 2016

ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისა და ოჯახების დახმარებას.

ფონდში რესურსების მობილიზებისთვის, დირსის ბინების გაყიდვებიდან, შემოსული თანხის განსაზღვრული ნაწილი მიიმართება. ფონდის მიმართულებას წარმოადგენს განსაკუთრებული სასიცოცხლო და პირველადი საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება. 

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ჩვენსავით საქართველოს მცხოვრებნი არიან, რომელთაც ჰყავთ შვილები, მშობლები, ოჯახის სხვა წევრები და არ გააჩნიათ ელემენტარული საარსებო საშუალებები. ის, რაც თითოეული ჩვენგანისთვის, ელემენტარული, პირველადი მოხმარების საგანია, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას წარმოადგენს. ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად და სრულიად ჩვეულებრივ მოვიხმართ, მათთვის ოცნებას წარმოადგენს.

ვფიქრობთ, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა და ეს არ უნდა გადავაბაროთ სხვებს, არამედ თვითონ უნდა მოვინდომოთ და თუნდაც მცირედით, გვერდში დავუდგეთ. ეს განსაკუთრებით ეხებათ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რომელთაც შეუძლიათ ამ ხალხის მდგომარეობის მცირედით შემსუბუქება. ბევრი კომპანიაა, რომელიც ეწევა ქველმოქმედებას და ამისთვის მადლობას გადავუხდით. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ სხვებსაც, რომ გაითავისონ აღნიშნული პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად, გვერდში დაუდგნენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გასულ კვირას, ფონდმა პირველი საქველმოქმედო აქცია განახორციელა და აუცილებელი ნივთებით, მაცივრით, საკვებითა და შეშით, დახმარება აღმოუჩინა რამდენიმე ბენეფიციარს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღნიშნულის გაკეთება და ამ ხალხისთვის სიხარულის მინიჭება შევძელით. იმედი გვაქვს, ჩვენი ფონდი კიდევ ბევრ ადამიანს გაახარებს და სხვებიც აქტიურად შემოგვიერთდებიან“ - აცხადებს სალომე კენჭოშვილი, ფონდის ხელმძღვანელი.

 

 

სიახლეების გამოწერა
დახურვა