სავაჭრო ცენტრი

სავაჭრო ცენტრი

საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი თანამედროვე სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობა, რომელიც მობინადრეებს ახალი თავშეყრის ადგილით უზრუნველყოფს. Dirsi-ს სავაჭრო ცენტრში განთავსდება, როგორც ადგილობრივი ისე უცხოური ბრენდები, კვების ობიექტები და ჰიპერმარკეტი.

მწვანე სკვერი

მწვანე სკვერი

Dirsi-ს ტერიტორია გამოირჩევა გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მაღალი მაჩვენებელით, რომელიც სტანდარტულს სამჯერ აღემატება. კომპლექსის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ისეირნონ კეთილმოწყობილ სკვერებში, დატკბნენ სუფთა ჰაერითა და არაჩვეულებრივი ხედებით.

მწვანე სკვერი
პარკინგი

პარკინგი

Dirsi-ს საცხოვრებელ კომპლექსში არასოდეს შეგექმნებათ მანქანის გაჩერების პრობლემა. პროექტით გათვალისწინებული მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები საკმარისი იქნება, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე კომპლექსის სტუმრებისთვის.

საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღი

Dirsi - ს მაცხოვრებლებს კომპლექსის ტერიტორიაზე დახვდებათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი საბავშვო ბაღები. Dirsi - ს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ჯამში 400 ბავშვზე (თითო-200 ბავშვზე) იქნება გათვლილი.

საბავშვო ბაღი
სკოლა

სკოლა

Dirsi - ს მაცხოვრებლებს კომპლექსის ტერიტორიაზე დახვდებათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი სკოლები. სადაც მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოსწავლეებს სასიამოვნო გარემოში მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ. საცხოვრებელი კომპლექსი ისეა დაპროექტებული, რომ ბავშვებს სკოლებში მისასვლელად არ მოუწევთ საავტომობილო გზის გადაჭრა. აქ, ბავშვების უსაფრთხოებისა და კომფორტის ყველა აუცილებელი პირობაა დაცული.

სამედიცინო ცენტრი

სამედიცინო ცენტრი

სპეციალურად, Dirsi-ს მაცხოვრებლებისთვის აშენდება უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი, თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით. სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური ექიმებითა და პერსონალით, რომლებიც მსურველებს პროფესიონალურ კონსულტაციას და მკურნალობას გაუწევენ.

სამედიცინო ცენტრი
ბულვარი

ბულვარი

მტკვრის ნაპირას გაშენებული არაჩვეულებრივი ბულვარი, კომპლექსის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს. კეთილმოწყობილ ბულვარზე სეირნობისას, Dirsi-ს მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ეწვიონ კაფე-ბარს ან რესტორანს, რომლის ფანჯრებიდან მდინარისა და მთების ულამაზესი პეიზაჟები იშლება.

კაფე და რესტორნები

კაფე და რესტორნები

Dirsi -ს ტერიტორიაზე განთავასებული მყუდრო კაფე-ბარები და რესტორნები, კომპლექსის მაცხოვრებლებისა და სტუმრების დასვენებას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. არაჩვეულებრივი გარემო, დახვეწილი ინტერიერი, უმაღლესი დონის მომსახურება და შეფ-მზარეულების ოსტატობა არ დატოვებს გულგრილს ყველაზე პრეტენზიულ კლიენტსაც კი.

კაფე და რესტორნები
საბავშვო მოედნები

საბავშვო მოედნები

Dirsi-ს საცხოვრებელი კომპლექსის თითოეული ეზო კეთილმოწყობილია თანამედროვე საბავშვო მოედნებით. სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გათვლილი სათამაშო მოედნები ისეა დაპროექტებული, რომ ხელს უწყობს პატარების განვითარებასა და თვითრეალიზაციას. ესთეტიური მიმზიდველობა, ერგონომიულობა და უსაფრთხოება - ეს არის Dirsi-ს ინფრასტრუქტურული ელემენტების ძირითადი მახასიათებლები.

სიახლეების გამოწერა
დახურვა