სიახლეები

საცხოვრებელ კომპლექს დირსის რეკრეაციული პარკი შეემატება

„ას გრუპ ინვესტმენტი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგია. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე 200 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა, პარკის გრანდიოზულ პროექტს აანონსებს, რომლის მსგავსიც საქართველოში არცერთ კერძო ინვესტორს არ განუხორციელებია.

სულ მალე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება, რომელიც  7.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტისთვის გამოყოფილია სოლიდური ინვესტიცია და უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის ბოლოს, ხოლო მოსახლეობას 2024 წლიდან საშუალება ექნება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი არაჩვეულებრივი გარემოთი. 

კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ მნიშვნელოვანია უპასუხოს გარემოსდაცვით გამოწვევებს და წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. მსგავსი მასშტაბის პარკის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპლექსის მოსახლეობისთვის, არამედ ისანი-სამგორის რაიონის მცხოვრებთათვისაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქალაქის მწვანე საფარის განვითარება ჩვენი მომავალი თაობისთვის გაღებული შეუფასებელი საჩუქარია.

კომპანია „ას ჯორჯია“ წლების წინ გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა, მან მასშტაბური და უპრეცედენტო კომპლექსის მშენებლობით ბიძგი მისცა ისანი-სამგორის რაიონის განვითარებას.



სიახლეები
14
Mar, 2018

დედის დღე "დირსიში“  

3 მარტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, კომპანია „ას ჯორჯია-დირსიმ“ დედის დღე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის „მ...
07
Jun, 2018

დირსისა და თსუ-ს ერთობლივი კონკურსი "მისია 2018“

  7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია...
15
Oct, 2018

,,დირსი’’ სტარტაპერებისთვის

“Start in Georgia”–ზე მისულ სტარტაპერებს ჩვენი ახალი პროდუქტი გავაცანით. ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით. სტარტაპერებს  „...
11
Oct, 2018

,,დირსის’’ 6 ახალი სივრცე

 ეწვიეთ “Start in Georgia 2018”–ს და მიიღე ინფორმაცია ჩვენი ახალი პროექტის შესახებ. თქვენთვის და თქვენი ინოვაციური წამოწყებების...
20
Sep, 2022

საცხოვრებელ კომპლექს დირსის რეკრეაციული პარკი შეემატება

„ას გრუპ ინვესტმენტი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგია. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე 200...