სიახლეები

დედის დღე "დირსიში“  

3 მარტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, კომპანია „ას ჯორჯია-დირსიმ“ დედის დღე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის „მომავლის მზის“ წევრებთან ერთად აღნიშნა. „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული ისნის, სამგორის, კრწანისის, დიღმის, საბურთალოს რაიონში მცხოვრებ 15 მარტოხელა დედას ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

კომპანია „გუდვილი“ „დირსის“ პარტნიორია და მისი ფილიალი კომპლექსის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება.

სოციალურ აქციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი აბუსერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ლევან დავითაშვილი, თარაშ შურღაია, ავთო ცინცაძე და ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე.

კომპანია „ას ჯორჯია-დირსი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების კამპანიის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.



სიახლეები
14
Nov, 2018

,,დირსის’’ შეთავაზება სტარტაპერებს !

 ხარ სტარტაპერი? მაშინ დირსის ახალი პროექტი სწორედ შენთვის არის შექმნილი. თქვენი და თქვენი საყვარელი საქმისთვის მოდიფიცირებული სივრცეები, რომელიც...
15
Sep, 2015

უნიკალური საბავშო ბაღი დირსიში

როგორც მოგეხსენებათ, დირსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, მასში გაერთიანებულია სხვა უამრავი სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურა. დირსის მოს...
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...
25
Oct, 2016

საცხოვრებელი კომპლექსი დირსი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის, „არქიტექტურული პრემია 2016“-ის დაჯილდო...
23
Sep, 2018

,,დირსმა’’ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა

23 სექტემბერს სპორტის ევროპული კვირეულის ფარგლებში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერ "დირსი"-ს ტერიტორიაზე ჩატარდა სხვადასხვა...