სიახლეები

"დირსის“ დამფუძნებლის AS Group Investment-ის აგრო პროექტში, ჩინური კომპანია 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ქ. პეკინში სამხრეთ კავკასიის უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია AS Group Investment-სა და ჩინურ კომპანია China CAMC Engineering Co., Ltd ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, AS Group Investment-ის კუთვნილ პროექტ „აპშერონ აგრო პარკში“, 140 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩინური კომპანია განახორციელებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს AS GROUP INVESTMENT -ის დამფუძნებელმა შაჰინ მოვსუმოვმა და China CAMCE Co., Ltd პრეზიდენტმა ლუო იანემ. 

ქ. პეკინში „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სადაც მონაწილეობდნენ ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლები, AS Group Investment-ის დამფუძნებელმა ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ჩინეთის უმსხვილეს სამთავრობო კომპანია China National Machinery Industry Corporation Ltd (SINOMACH)-ის ვიცე-პრეზიდენტ ლიუ ჯინ ზენგთან, სადაც კომპანიებს შორის მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა. 

„აპშერონ აგრო პარკი“ მასშტაბური პროექტია, რომელიც აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და საქართველოში განხორციელდება. სამომავლოდ, აზერბაიჯანში აგრო პარკი 150 ჰა ტერიტორიას მოიცავს. ამ ეტაპზე კი 10 ჰა ტერიტორიაზე გაშენებულ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სათბურებში, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მარწყვი და პომიდორი მოჰყავთ. აგრო-პარკის სრულად ამუშავების შედეგად 3500 ადამიანი დასაქმდება. აგრო პარკში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია, როგორც შიდა მომხარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. 

2018 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულება აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად დასახელდა და აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანის აგრო სექტორის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. 
 



სიახლეები
19
Apr, 2018

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

14 აპრილს, AS Georgia-დირსის პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ “ გაიმართა. ისნის რაიონში&nb...
03
Nov, 2017

"შეხვედრა წიგნებთან"- დირსის შემეცნებით-გასართობი აქტივობა ბავშვებისათვის

3 ნოემბერს, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე იტალიურ კაფე „კანტინაში“  საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე გვეწვია, რომელსაც&nb...
15
Sep, 2015

უნიკალური საბავშო ბაღი დირსიში

როგორც მოგეხსენებათ, დირსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, მასში გაერთიანებულია სხვა უამრავი სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურა. დირსის მოს...
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...