სიახლეები

დირსის - ადგილი, წარმატებული სტარტისთვის

დეველოპერულმა კომპანიამ "ას ჯორჯია- დირსი" სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცე შექმნა. 


ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეა რეალობად აქციონ. 

„ას ჯორჯია-დირსის“ 2000 კვ.მ სივრცეში ქართული სტარტაპები ყოველდღიური საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად თვეში 1 კვ.მ. 1 ლარად 1 წლის განმავლობაში შეძლებენ. 

დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს ინოვაციური წამოწყებებისთვის კომპანია სამუშაო სივრცის გარდა სრულიად განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. 

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი პროდუქტი, დამწყები ანტრეპრენერებისთვის, სტარტაპების, მცირე მეწარმეებისთვის შეიქმნა და მიზანს მცირე ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ახალმა სივრცემ სტარტაპერების პირველ ნაკადს უკვე უმასპინძლა, სადაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საქმიანობა გაუზიარეს. 

დირსის სივრცეში 30-მა ბიზნესმა აიღო სტარტი: სამხატვრო, სარესტავრაციო სახელოსნოები არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეკლამო სააგენტოები ტურისტული კომპანიები არტ სივრცეები ფოტო სტუდიები სამკერვალოები. 
 



სიახლეები
17
Oct, 2017

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში იტალიური კაფე "კანტინა“ გაიხსნა

17 ოქტომბერს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბულვარზე გაიხსნა იტალიური კაფეტერია და დელიკატესების მაღაზია „კანტინა“. კანტინაში...
11
Sep, 2018

,,დირსის’’ სოციალური პასუხისმგებლობა

ისნის რაიონის მაჟორიტარის, ნინო ლაცაბიძის ბიუროში პარლამენტის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თანადგომით გრძელდება სოციალურად დაუცველი ბავშვების მომზადება ი...
10
Sep, 2018

,,დირსს’’ საბავშვო ბაღი ,,FAMILY“ შემოუერთდა!

10 სექტემბერს დირსის ახალ უბანში საბავშვო ბაღის ქსელი  ,,FAMILY“ შემოუერთდა. დირსის მაცხოვრებლებისთვის და არამარტო მათთვის ბაღი მსურველებს ...
23
Sep, 2018

,,დირსმა’’ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა

23 სექტემბერს სპორტის ევროპული კვირეულის ფარგლებში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერ "დირსი"-ს ტერიტორიაზე ჩატარდა სხვადასხვა...