სიახლეები

"დირსის" საახალწლო გრანდიოზული გათამაშება

5 იანვარს, „დირსისსაცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კომპლექსის მცხოვრებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ზღაპრულ, საახალწლო გარემოში უმასპინძლეს. მთელი დღის განმავლობაში გაიმართა საბავშვო გასართობი აქტივობები: თოვლის ბაბუასთან სტუმრობა, ელფები, პატარებისთვის საყვარელი გმირები, ჯადოსნური სანახაობა, ოჩოფეხების, დრამერების შოუ, პოპულარული ჯგუფისრეზო და ბავშვებისკონცერტი და სხვა.


„დირსის“ საახალწლო ღონისძიებაზე გათამაშდა გრანდიოზული პრიზები, რომელთა მოგების შანსი ჰქონდათ მათ, ვინც დეკემბერში “დირსის” კომპლექსში ბინა შეიძინა. გათამაშების წესების მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს იმ მონაწილეებმა, რომლებმაც განძის ძიებისას ამოხსნეს მოცემული ლოგიკური ამოცანები და დაძლიეს სირთულეები.


სახალისო და საინტერესო განძის ძიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ანა ტოჩილაშვილი Toyota Corolla-ს მფლობელი გახდა, ბექა დვალიშვილს ტექნიკის 5000 ლარიანი ვაუჩერი, თამარ შამანაურს ავეჯის 5000 ლარიანი ვაუჩერი, სუბილ კუმარი-iPhone X, მათე ხეჩიკაშვილს Macbook, დიანა ღვინიაშვილს საგზური ევროპაში, ნინო მიქელაძეს საგზური აზიაში, რუსუდან კვანჭახაძეს ტური საქართველოში (სასტუმროპარაგრაფი“ 5*), რეზა ვალიზადეს სამზარეულოს ვაუჩერი ერგოთ. დანარჩენ 58 მონაწილეს, რომლებმაც დეკემბრის თვეში შეიძინეს ბინა, დირსისგან“ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დირსისსაახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ ისნის რაიონის, საკრებულოს დეპუტატები: , ნინო ლაცაბიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, ირაკლი ზარქუა, რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად და არასამთავრობო ორგანიზაცია, მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციამომავლის მზის“ ამავე რაიონის წევრები.

კომპანიაას ჯორჯიასდირექტორმა ბესო ჯიქურაულმა უმასპინძლა სპეციალურ სტუმრებს, გამარჯვება მიულოცა გათამაშების იღბლიან მონაწილეებს და აღნიშნა- „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომდირსისსაცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებმა საუკეთესო გარემოში იცხოვრონ.დირსიტრადიციულად ყოველ წელს მასშტაბურად აღნიშნავს ახალ წელს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით ანებივრებს მცხოვრებლებს, მოწვეულ სტუმრებს და ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება."  



სიახლეები
07
Jun, 2018

დირსისა და თსუ-ს ერთობლივი კონკურსი "მისია 2018“

  7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია...
15
Sep, 2015

უნიკალური საბავშო ბაღი დირსიში

როგორც მოგეხსენებათ, დირსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, მასში გაერთიანებულია სხვა უამრავი სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურა. დირსის მოს...
15
Oct, 2018

,,დირსი’’ სტარტაპერებისთვის

“Start in Georgia”–ზე მისულ სტარტაპერებს ჩვენი ახალი პროდუქტი გავაცანით. ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით. სტარტაპერებს  „...
11
Sep, 2018

,,დირსის’’ სოციალური პასუხისმგებლობა

ისნის რაიონის მაჟორიტარის, ნინო ლაცაბიძის ბიუროში პარლამენტის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თანადგომით გრძელდება სოციალურად დაუცველი ბავშვების მომზადება ი...
17
Dec, 2018

ბარბარობის დღესასწაული დირსის მონაწილეობით

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“და "ას ჯორჯია"...